ძიება

Bike Fest 2019 თბილისში 20 ოქტომბერს გაიმართება

BIKE FEST არის ველო ფესტივალი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას და შეჯიბრს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, ისე ველომოყვარულებს.

ბოლო განახლება · 1 წუთის წასაკითხი

Bike Fest 2019

BIKE FEST არის ქართული ველო ფესტივალი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას და შეჯიბრს. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, ისე ველომოყვარულებს. ფესტივალის მიზანია ღონისძიებაში ჩართოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უბრალოდ მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ და ჯანსაღად გატარება სურს.

ფესტივალის ღონისძიებები და შეჯიბრები

Downhill

შეჯიბრი სამთო ველოსპორტის ექსტრემალურ სახეობაში. სტარტი - ფინიში მთაწმინდის ტყეპარკი. გამარჯვებული დაჯილდოვდება გრანდიოზული პრიზებით, რომლებსაც სიურპრიზად ვტოვებთ :)

Bunny Hop

Street rider-ებისა და ე.წ. BMX-ერების შესაძლებლობების დემონსტრირება, სანახაობრივი შოუ, რომლის მსგავსი ჯერ არ გინახავთ.

ველო თამაშები

მრავალი სახის გასართობი თამაში ველომოყვარულებისათვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

ელექტრო ველოსიპედის ტესტ რაიდი

შეგეძლებათ გამოცადოთ გერმანული ბრენდი GHOST-ის 2020 წლის ელექტრო სრულ ხიდიანი ველოსიპედები (რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ).

ველოსიპედების გამოფენა

ველოსიპედების გამოფენა გაიმართება მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე, სადაც ნახავთ სხვადასხვა ბრენდების უახლეს მოდელებს.

სხვა დეტალები

ამ ყველაფრის გარდა, ფესტივალი გთავაზობთ სხვა ბევრ სასიამოვნო სიახლესა და სიურპრიზს, რომლის ნახვასაც 20 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში შეძლებთ. თქვენ დაგხვდებათ ჯანსაღი და სასიამოვნო გარემო ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ველოკულტურის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. გელოდებით, Bike Fest ყველასთვისაა :)