[x]

ძიება

ჩვენ შესახებ

რა არის Meta Outdoor?

MetaOutdoor არის პროექტი, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ექსტრემალური სპორტის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების შესახებ.

პროექტის ერთ-ერთი ნაწილი არის ეს საიტი. ამ საიტის დახმარებით გაიგებ რა აქტივობისთვის რა აღჭურვილობა და ეკიპირება დაგჭირდება. აღჭურვილობის ყველა ელემენტის შესახებ კი დეტალურ ინფორმაციას მიიღებ. გარდა ამისა, საიტზე მუდმივად იწერება საინტერესო სტატიები, რჩევები, სხვადასხვა გამოსადეგი ინფორმაცია და სიახლეები. საიტი გათვლილია როგორ სრულიად დამწყებებზე, ასევე საკმაოდ გამოცდილ ხალხზეც.

საიტი ჯერ ახალი გაშვებულია და მალე სულ უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია დაემატება. გამოიწერეთ სიახლეები, მოგვიწონეთ Facebook-ზე, გამოგვყევით Instagram-ზე და ვიყოთ კავშირზე :)

ჩვენ არ ვართ ტურისტული სააგენტო, თუმცა არაერთი პარტნიორი გვყავს, რომლებიც შესანიშნავს ტურებს, ლაშქრობებს და ღონისძიებებს გეგმავენ.

იდეა და მიზანი

ინტერნეტ ჯგუფებში გამუდმებით ისმებოდა ერთი და იგივე კითხვები ეკიპირების შესახებ. როგორ უნდა შევარჩიოთ ესა თუ ის ნივთი, რა უნდა ვიცოდეთ აღჭურვილობის შესახებ და ა.შ. ამიტომ დაიბადა იდეა, რომ ეს ყველა ინფორმაცია შეკრებილიყო და ერთიან ვებსაიტზე ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

იდეიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დავიწყეთ მუშაობა საიტზე, ლოგოზე, ტექსტების შედგენაზე და ა.შ. მრავალი სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, დღეს საიტი უკვე აქაა.

პარტნიორები და მეგობრები

პროექტს გვერდში უდგანან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, რომელთა არასრული სიაც აქ არის წარმოდგენილი.

Meduzza Svaneti Travel Guide The Squad Presents

პასუხისმგებლობის არიდება, FTC გამჭვირვალობა

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მოგაწოდოთ 100%-ით სწორი ინფორმაცია. საიტზე განთავსებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი დამოწმებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ექსპერტების მიერ, როგორიცაა Backcountry, REI Expert Advice, OutdoorGearLab და სხვები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვირიდებთ ყველანაირ პასუხისმგებლობას იმ შესაძლო ზიანზე, რაც საიტზე განთავსებული ინფორმაციით შეიძლება მიიღოთ. თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი რამე ალბათ არასოდეს მოხდება.

ზოგიერთ შემთხვევაში metaoutdoor შესაძლოა მონაწილეობდეს პარტნიორულ და სპონსორულ პროგრამებში, რეკლამებში და სხვა სახის კომპენსაციებში. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოწოდებულია რაიმე სახის კომპენსაცია, ჩვენ გაწვდით მაქსიმალურად მიუკერძოებელ და ობიექტურ აზრს ყველა საკითხის შესახებ.

Ascent day. 🗻 📷 Photo submitted by @dato_kal 136 5
📷 by @tikkuna_ 🏔 #outdoors #outside #getoutdoors #explore #thisworldexists #outsidethecomfortzone #livelife #metaoutdoor #mountains #mountain #nature #instagood... 31 1
Guess the place 😁 Hint: Georgia 🏔
📷 @zura_phaliani .
.
#cabin #canininthewoods #cabinlife @cabindiaries #cabinporn #snow #hut #theoldhut #oldhut #georgia #thisi... 39 2
The Bavshvi Girl tearin’ it up! 🤙 #TheBavshviGirl 10/10 🏂
.
.
.
#shredding #shredthegnar #snowboard #snowboarding #tearitup #metaoutdoor 38 2