[x]

ძიება

5 შეცდომა – რჩევები დამწყებ სნოუბორდისტებს

სნოუბორდი დამწყებთათვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მაგრამ უმეტესობა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და სრიალის სწავლა ბევრად გაგიადვილდებათ.

ბოლო განახლება · 2 წუთის წასაკითხი

დამწყები სნოუბორდისტების ხშირი შეცდომები

სნოუბორდით სრიალი ძალიან ლამაზი, საინტერესო და ადრენალინით სავსე აქტივობაა. დამწყებებში კი ძალიან ხშირია ერთი და იგივე შეცდომები, რისი გამოსწორებაც ძალიან მარტივია და დიდ შრომას არ მოითხოვს. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და გაეშურეთ თოვლში!

#1 არასწორად შერჩეული აღჭურვილობა

პირველად ვდგებით სნოუბორდზე, ჩავედით ზამთრის კურორტზე, მივვარდით აღჭურვილობის გაქირავების პუნქტს და დიდი ფიქრის გარეშე შევარჩიეთ ყველა საჭირო ნივთი. ამ დროს უშვებთ ყველაზე დიდი შეცდომას – აღჭურვილობის არასწორად შერჩევას. სნოუბორდი, ფეხსაცმელი, თოვლის სათვალე, ჩაფხუტი და ა.შ. ყველაფერს სპეციალური შერჩევა უნდა.

აუცილებლად წაიკითხეთ როგორ უნდა შეარჩიოთ სნოუბორდი და დააკვირდით მის ზომას, ფორმას და ა.შ. არასწორად შერჩეული სნოუბორდით ძალიან გაგიჭირდებათ სრიალი და შეიძლება ხელიც ჩაიქნიოთ ამ სპორტზე.

#2 არასაკმარისი ფიზიკური მომზადება

სნოუბორდით სრიალი მოითხოვს საკმაოდ კარგ ფიზიკურ მომზადებას და გამძლეობას. თუ მთელი სეზონის განმავლობაში აქტიურად სრიალს აპირებთ, დაიწყეთ ფიზიკური ვარჯიშები რამდენიმე თვით ადრე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხის კუნთებს.

#3 დიდი წარმოდგენები

ბევრს ჰგონია, რომ დადგება სნოუბორდზე და ეგრევე ტრევის რაისივით დაეშვება, მერე კი იმედგაცრუებული რჩება. სნოუბორდით სრიალის დაწყება (უმეტესობის აზრით) ბევრად რთულია, ვიდრე თხილამურებით. პირველი რამდენიმე დაშვება ძალიან ბევრჯერ წაიქცევით და იგორავებთ თოვლში – ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, შეეგუეთ.

ყოველი წაქცევა წინ გადადგმული ნაბიჯია კარგად სრიალისკენ :)

#4 მარტივი წესების არცოდნა

დამწყებები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ მარტივ დეტალებს და შუა სრიალში აღმოაჩენენ, რომ არ იციან როგორ უნდა შეიკრან ან გაიხსნან სამაგრი, როგორ ჩადგან ფეხი სნოუბორდის სამაგრში, ან სულაც როგორ დაიჭირონ სნოუბორდი ხელში.

ნუ შეგრცხვებათ ერთი შეხედვით „სულელური“ კითხვების დასმა. შეგიძლიათ მოიძიოთ მრავალი სხვადასხვა სასწავლო ტიპის ვიდეოც.

როგორ ვისრიალო სნოუბორდით

#5 უცოდინრად დადგომა

ნუ მიენდობით ინსტინქტებს და აუცილებლად დაეკითხეთ გამოცდილ მეგობრებს სრიალის მარტივი წესების შესახებ — როგორ უნდა დადგეთ, როგორ მოუხვიოთ, როგორ გაჩერდეთ და ა.შ.

ამ ყველაფერზე ახლო მომავალში ცალკე სტატიებს და ვიდეოებს შემოგთავაზებთ.

და ბოლოს, ვიდეო მოტავაციისთვის