რა არის Evolution Contest?
 GoPro Pinkbike Evolution Contest 2018
Pinkbike Evolution Contest არის GoPro-ს და Pinkbike-ის ერთობლივი კონკურსი ველოსიპედის მოყვარულთათვის. კონკურსი იმართება 3 ეტაპად და ჯამში საპრიზო ფონდი არის $20 000. მონაწილეობა შეუძლია ყველას!
პირველი ეტაპი: CAPTURE
 გადაიღე შენი თავი, შენი ველოსიპედი, ნებისმიერ ადგილას.
 
ჩართე შენი GoPro, გადაიღე 1-დან 2 წუთამდე ხანგრძლივობის დაუმუშავებელი ვიდეო. დააფიქსირე შთამბეჭდავი, ტექნიკური ან უბრალოდ გიჟური კადრები და მოიგე ფულადი პრიზები.
ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო კლიპს და შემდეგ Pinkbike-ზე ჩატარდება ხმის მიცემა, სადაც ხალხი გამოავლენს საკუთარ ფავორიტებს. პირველ ეტაპზე საპრიზო ფონდია $5000, რომელიც ადგილების მიხედვით ასე გადანაწილდება:
- პირველი ადგილი - $3000
- მეორე ადგილი - $1500
- მესამე ადგილი - $500
გადაღების წესები
- ვიდეო უნდა იყოს შენი ხედვის კადრით (POV), ანუ უნდა გადაიღო შენვე. დაიმაგრე ჩაფხუტზე, ტანზე, ველოსიპედზე ან სადმე სხვაგან. მთავარია, რომ ვიდეოს არ უნდა გიღებდეს სხვა. 
- ვიდეო უნდა იყოს გადაღებული ნებისმიერი GoPro-თი. 
- ვიდეოს ხანგრძლივობა უნდა იყოს 1-დან 2 წუთამდე. 
- ვიდეო არ უნდა იყოს დამუშავებული. 
- 
        ვიდეოს რეზოლუცია უნდა იყოს 4:3 შეფარდების. - 2.7K @60FPS - რეკომენდებულია.
- 4K @30FPS - კარგია დაბალი განათებისას.
 
შეფასების კრიტერიუმები
- კომპოზიცია და კადრები.
- გადაღების სირთულე.
- მოქმედება და სტილი.
- ზოგადი სილამაზე და ეფექტურობა.
თარიღები
- 4 აპრილი, 2018 - იწყება საკონკურსო ვიდეოების მიღება.
- 5 ივნისი, 2018 - მთავრდება ვიდეოების მიღება.
- 18 ივნისი, 2018 - ხმის მიცემა.
- 25 ივნისი, 2018 - გამარჯვებულების გამოვლენა.
მეორე ეტაპი ჩატარდება ივლისში, მესამე კი - ოქტომბერში.
კომენტარების ნახვა
დაწერე  კომენტარი