[x]

ძიება

2018 წლის ახალი GoPro Hero ორჯერ იაფია

GoPro-მ გამოუშვა 2018 წლის განახლებული Hero მოდელი. Hero 5 და Hero 6-სგან განსხვავებით ახალ Hero-ს არ აქვს 4K და მაღალი FPS, თუმცა ეს ყველაფერი დაბალი ფასით ბალანსდება. ეს მოდელი სპეციალურად დამწყებთათვისაა შექმნილი.

ბოლო განახლება · 2 წუთის წასაკითხი

ახალი GoPro Hero (2018)
საკმარისი მონაცემებით და იდეალური ფასით

რამდენიმე დღის წინ GoPro-მ გამოუშვა ექსტრემალური კამერების ახალი მოდელი Hero. ეს გოუპრო იდეალურია მოყვარულებისთვის და დამწყებთათვის. თუ აქამდე არცერთი სპორტული ვიდეოკამერა არ გქონია, GoPro Hero იდეალური დასაწყისია შენთვის.

მას შეუძლია 1440p და 1080p ვიდეოების გადაღება წამში 60 კადრი სისწრაფით (60 FPS). ეს კი სრულიად საკმარისია სამოყვარულო გადაღებებისთვის. ამ გოუპროს ყიდვა Hero 6-თან შედარებით ორჯერ იაფად შეიძლება. ფასი $200-ს არ აღემატება.

* - ღირებულება მოცემულია ოფიციალური საიტიდან (gopro.com). ფასები Amazon.com-ზე შესაძლოა უფრო დაბალი იყოს.

Hero 6 და Hero 5-სგან განსხვავებით ამ მოდელს არ აქვს 4K რეზოლუცია და არც მაღალი FPS-ით გამოირჩევა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დაბალი ფასის გამოა. და მართლა, 4K ნამდვილად ზედმეტია, როცა იცი, რომ გადაღებულ ათას ვიდეოს კომპიუტერში გადაიტანის მერე არც არასოდეს დაახარისხებ ან წაშლი.

მონაცემების შედარება

Hero (2018) Hero 5 Black Hero 6 Black
ვიდეო 1080p და 1440p / 60 FPS 4K / 30 FPS 4K / 60 FPS
ფოტო 10MP / 10 FPS 12MP / 30 FPS 12MP / 30 FPS
სენსორული ეკრანი კი კი კი
ხმით კონტროლი კი კი კი
ვიდეო სტაბილიზაცია კი კი კი (დახვეწილი)
Karma დრონთან თავსებადობა არა კი კი
GP1 პროცესორი არა არა კი
HDR ფოტო არა არა კი
ექსპოზიციის კონტროლი არა კი კი
ProTune™ არა კი კი
GPS არა კი კი

და GoPro Session?

GoPro Session


ცნობილი გახდა, რომ GoPro Hero-მ ჩაანაცვლა GoPro-ს Session სერია. გოუპროს ოფიციალური საიტიდან სეშენი ამოღებულია, მაგრამ ჯერჯერობით შესაძლებელი რჩება მისი ყიდვა ონლაინ მაღაზიებში.

GoPro Quik