[x]

ძიება

Pinkbike Evolution Contest დაიწყო, საპრიზო ფონდი $20 000-ია

4 აპრილიდან დაიწყო GoPro-ს და Pinkbike-ის კონკურსი Evolution Contest 2018. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება და საპრიზო ფონდი 20 000 აშშ დოლარს შეადგენს. ვიდეოს გაგზავნა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. დეტალებს ამ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.

ბოლო განახლება · 1 წუთის წასაკითხი

რა არის Evolution Contest?
GoPro Pinkbike Evolution Contest 2018

Pinkbike Evolution Contest არის GoPro-ს და Pinkbike-ის ერთობლივი კონკურსი ველოსიპედის მოყვარულთათვის. კონკურსი იმართება 3 ეტაპად და ჯამში საპრიზო ფონდი არის $20 000. მონაწილეობა შეუძლია ყველას!

პირველი ეტაპი: CAPTURE
გადაიღე შენი თავი, შენი ველოსიპედი, ნებისმიერ ადგილას.

Pinkbike Evolution Contest დაიწყო, საპრიზო ფონდი $20 000-ია

ჩართე შენი GoPro, გადაიღე 1-დან 2 წუთამდე ხანგრძლივობის დაუმუშავებელი ვიდეო. დააფიქსირე შთამბეჭდავი, ტექნიკური ან უბრალოდ გიჟური კადრები და მოიგე ფულადი პრიზები.

ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო კლიპს და შემდეგ Pinkbike-ზე ჩატარდება ხმის მიცემა, სადაც ხალხი გამოავლენს საკუთარ ფავორიტებს. პირველ ეტაპზე საპრიზო ფონდია $5000, რომელიც ადგილების მიხედვით ასე გადანაწილდება:

  • პირველი ადგილი - $3000
  • მეორე ადგილი - $1500
  • მესამე ადგილი - $500

გადაღების წესები

  • ვიდეო უნდა იყოს შენი ხედვის კადრით (POV), ანუ უნდა გადაიღო შენვე. დაიმაგრე ჩაფხუტზე, ტანზე, ველოსიპედზე ან სადმე სხვაგან. მთავარია, რომ ვიდეოს არ უნდა გიღებდეს სხვა.

  • ვიდეო უნდა იყოს გადაღებული ნებისმიერი GoPro-თი.

  • ვიდეოს ხანგრძლივობა უნდა იყოს 1-დან 2 წუთამდე.

  • ვიდეო არ უნდა იყოს დამუშავებული.

  • ვიდეოს რეზოლუცია უნდა იყოს 4:3 შეფარდების.

    • 2.7K @60FPS - რეკომენდებულია.
    • 4K @30FPS - კარგია დაბალი განათებისას.

შეფასების კრიტერიუმები

  • კომპოზიცია და კადრები.
  • გადაღების სირთულე.
  • მოქმედება და სტილი.
  • ზოგადი სილამაზე და ეფექტურობა.

თარიღები

  • 4 აპრილი, 2018 - იწყება საკონკურსო ვიდეოების მიღება.
  • 5 ივნისი, 2018 - მთავრდება ვიდეოების მიღება.
  • 18 ივნისი, 2018 - ხმის მიცემა.
  • 25 ივნისი, 2018 - გამარჯვებულების გამოვლენა.

მეორე ეტაპი ჩატარდება ივლისში, მესამე კი - ოქტომბერში.


კონკურსი pinkbike.com-ზე ვიდეოს გაგზავნა