[x]

ძიება

როგორ შევარჩიოთ სალაშქრო გაზქურა

გაზქურა სალაშქრო აღჭურვილობის ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი კომპონენტია. ხშირად, როცა ცეცხლის დანთების შესაძლებლობა არ გვაქვს, გვჭირდება წყლის ადუღების და საჭმლის მომზადების სხვა მეთოდები. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მოხერხებულია სალაშქრო გაზის ქურები.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ სალაშქრო გაზის ყველა ტიპს და მახასიათებელს.

ბოლო განახლება · 5 წუთის წასაკითხი

სალაშქრო გაზქურა

წვიმაში, განსაკუთრებით კი თოვლიან ზამთარში ლაშქრობისას რთულია ცეცხლის დასანთებად მშრალი შეშის პოვნა. ასევე ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა მაღალია ხანძრის გაჩენის რისკი, ცეცხლის დანთება უმეტესად აკრძალულია. აკრძალული რომც არ იყოს, ჯობს ბუნებას გავუფრთხილდეთ და ცეცხლის ალტერნატივა მოვძებნოთ.

სალაშქრო გაზქურა ცეცხლის საუკეთესო ალტერნატივაა. მისი მრავალი სახეობა არსებობს, რომელთაც დეტალურად გაგაცნობთ.

გაზის ბალონის კამფორა

სალაშქრო გაზქურებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული და პოპულარული ვარიანტია. არის საკმაოდ იაფი. ძირითადად გამოსადეგია თბილ, წყნარ ამინდში. კამფორა უმაგრდება აირის ბალონს და ზედ ვათავსებთ ჭურჭელს.

ასეთ გაზქურას აქვს ბევრი მინუსი:

  • ძლიერ ქარში თითქმის შეუძებელი ხდება მისი გამოყენება, რადგან ქარი ალს აქრობს.

  • დიდი თბოდანაკარგის გამო წყლის ადუღებას სჭირდება მეტი ხანი (ერთ ლიტრს 5-დან 10 წუთამდე).

  • ჭურჭელი მასზე არ თავსდება მყარად. არასტაბილურობის გამო შეიძლება ჭურჭელი მარტივად გადაგვიყირავდეს.

  • გაზის ბალონები კარგავენ წნევას ყინვაში, 0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, რის გამოც შეიძლება ქურა უბრალოდ არ აინთოს. ეს მეტწილად დამოკიდებულია ბალონში წნევაზე და აირის ტიპზე (პროპანი, ბუტანი, იზობუტანი და ა.შ), რასაც ამ სტატიაშივე შევეხებით.

ყურადღება! გაზის ბალონები ერთჯერადია. არასოდეს დატენოთ დაცლილი ბალონები კუსტარულად. შეიძინებთ ახალი ბალონი და ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში.

სიიაფის და სიმსუბუქის გამო ბევრი სწორად ასეთ გაზქურას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა გარემო პირობებიდან გამომდინარე შეიძლება სხვა ვარიანტი უფრო გამოგადგეთ.

საუკეთესო სალაშქრო გაზქურები

თხევადი საწვავის კამფორა

თხევადი აირის და აირადი ბალონის კამფორები იდეურად ერთი და იგივეა. გაზის ბალონისგან განსხვავებით, კამფორა დგება პირდაპირ მიწაზე ან მყარ ზედაპირზე, რაც მატებს სტაბილურობას. საწვავის ტიპიდან გამომდინარე, დაბალ ტემპერატურებზეც მშვენივრად მუშაობს. საწვავის ბოთლი მრავალჯერადია და დაცლის შემდეგ თამამად შეგიძლიათ შეავსოთ იგი თქვენთვის სასურველი საწვავით. უმეტესად საწვავად იყენებენ ნავთს (კეროსინი).

მინუსები: აირის ბალონთან შედარებით თხევადი საწვავის შემთხვევაში ოდნავ უფრო მეტია გაჟონვის შანსი, ამიტომ კარგად შეამოწმეთ ბოთლი ჩანთაში ჩადებამდე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თხევადი საწვავი უფრო მძიმეა, ვიდრე გაზის ბალონი.

გარდა ამისა, თხევადი საწვავის კამფორებს ანთებამდე სჭირდებათ სპეციალური მომზადება (Priming), რაც გულისხმობს კამფორის ძირის შეთბობას სანთებელით ან მის ქვეშ საწვავის რამდენიმე წვეთის აალებით. ასევე საჭიროა ტუმბოს საშუალებით ბოთლში წნევის შექმნა. იხილეთ ვიდეო.

თხევადი საწვავის საუკეთესო გაზქურები

ინტეგრირებული

ინტეგრირებული

Jetboil Zip

სალაშქრო გაზქურა

MSR WindBurner

ინტეგრირებული ქურა ანთია მაშინაც, როცა სხვა ბევრი ალტერნატივა ვერც კი ინთება. Jetboil იყო პირველი, ვინც ასეთი დიზაინის გაზქურა წარმოადგინა. შემდეგ მას შეუერთდა MSR და ბევრი სხვა სახელოვანი ბრენდი.

ინტეგრირებულ გაზქურებში საწვავად გამოიყენება იგივე ბალონები, რაზეც ჩვეულებრივი კამფორა მაგრდება, თუმცა მისი დახვეწილი დიზაინის წყალობით იგი წყალს 5-10 წუთის ნაცვლად 3-5 წუთში ადუღებს (დამოკიდებულია გარემო პირობებზე).

შეგვიძლია აღვნიშოთ სხვა მრავალი პლიუსი:

  • არის ქარგაუმტარი, შესაბამისად ძლიერ ქარშიც უპრობლემოდ ხდება მისი გამოყენება.

  • მისი კომპლექსური აგებულების ხარჯზე მინიმუმამდეა დაყვანილი თბური დანაკარგი — ენერგია მაქსიმალურად ხმარდება წყლის ადუღებას და საჭმლის მომზადებას.

  • ინტეგრირებული გაზქურები არეგულირებენ საწვავის და ჰაერის ნაზავს და მის წნევას, რის შედეგადაც საწვავის დანახარჯი ბევრად მცირეა.

  • მასზე ჭურჭელი მარტივად და მყარად მაგრდება. ჩვეულებრივი კამფორისგან განსხვავებით, ქურიდან ჭურჭლის გადავარდნა გამორიცხულია.

საუკეთესო ინტეგრირებული გაზქურები

კემპინგის გაზქურა

საკემპინგე გაზქურები არის გაცილებით დიდი ზომის და შესაძლოა ჰქონდეს არაერთი ქურა. საწვავის სახით უერთდება გაზის დიდ ბალონი, რომელიც ალბათ ყველას გვინახავს სოფლებში.

ზომიდან და წონიდან გამომდინარე, ასეთი ქურები გათვლილია მანქანით კემპინგზე. არსებობს კომპაქტური საკემპინგე ქურები, რომლებიც შედარებით მსუბუქია და დაკეცვისას მცირე ადგილს იკავებს. უერთდება სალაშქრო გაზის ბალონს ან ზემოთ განხილული თხევადი საწვავის ბოთლს. ასეთ გაზქურებს ხშირად ნახავთ ტურისტულ თავშესაფრებში და ალპინისტურ საბაზო ბანაკებში.

საუკეთესო საკემპინგე გაზქურები

ალკოჰოლის (სპირტის) ქურა

ალკოჰოლის ქურა, იგივე სპირტქურა, ცეცხლის ყველაზე მარტივი და მსუბუქი ალტერნატივაა. მასში საწვავის სახით ვასხამთ ეთანოლს (მარტივად რომ ვთქვათ, სპირტს). შეგვიძლია გამოვიყენოთ მეთანოლი და იზოპროპანოლიც.

ალკოჰოლის გაზქურას იყენებენ ისინი, ვისთვისაც სატარებელი ტვირთის ყოველი გრამი მნიშვნელოვანია. ამ მინიმალისტურ გადაწყვეტას აქვს თავისი მინუსიც. ალკოჰოლის წვის ტემპერატურა არ არის საკმარისად მაღალი, შესაბამისად ადუღებას უნდა გაცილებით მეტი დრო.

საუკეთესო სპირტ-ქურები

სხვა დეტალები და რჩევები

საწვავის ტიპები

საწვავის ტიპის შერჩევა მარტივია. თუ გსურთ სიმარტივე და მოხერხებულობა, გამოიყენეთ გაზის ბალონები. ხოლო თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია საიმედოობა, მაშინ სჯობს თხევად საწვავზე გააკეთოთ არჩევანი.

აირადი (გაზი)

ძირითადად პროპანის და იზობუტანის ნაზავი. წინასწარ ქარხნულად დატუმბული გაზის ბალონი უმაგრდება კამფორას - როგორც ჩვეულებრივს, ასევე ინტეგრირებულს. ბალონი შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრჯერ, სანამ არ დაიცლება. გათვლილი არაა ხელმეორედ დატუმბვაზე. დაცლის შემდეგ შეიძინეთ ახალი ბალონი.

პლიუსები:
  • მარტივი გამოსაყენებელია.
  • მსუბუქი და იაფია მისი კამფორები.
  • მსუბუქი და იაფია თვითონ გაზის ბალონებიც.
მინუსები:
  • პრობლემები იქმნება ყინვაში, დაბალ ტემპერატურებზე. ასევე სიმაღლეებზე. საწვავში იზობუტანის ნარევი ნაწილობრივ აგვარებს ამ პრობლემას. სიცივეში ცეცხლის გარეშე რომ არ დავრჩეთ, რეკომენდებულია, რომ პროპანისა და იზობუტანის ნაზავში მინიმიმ 70% იყოს იზობუტანი.

გაითვალისწინეთ, რომ გაზის ბალონის თვითმფრინავში შეტანა აკრძალულია. ასევე აკრძალულია მისი გამოწერა ისეთი ტრანსპორტიორით, სადაც ამანათი ხვდება თვითმფრინავში.

საუკეთესო სალაშქრო გაზი

თხევადი

თხევად საწვად ხშირად გამოიყენება ე.წ თეთრი გაზი (მაგალითად MSR Super Fuel), რასაც იყენებენ ლამფებში, სანთებელებში და ა.შ. შესაძლებელია ასევე კეროსინის, ანუ ნავთის გამოყენებაც. ზოგიერთი კამფორა გათვლილია საავტომობილო ბენზინის და დიზელის წვაზეც.

პლიუსები:
  • აქვს წვის მაღალი ტემპერატურა.
  • კარგად იწვის ყინვაშიც და ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლაც.
  • საწვავის ბოთლი მრავალჯერადია.
მინუსები:
  • გაზის ბალონთან შედარებით მძიმეა.
  • ასევე ფასიც შედარებით მაღალია.
  • მგზავრობისას მეტია საწვავის გაჟონვის რისკი (ნუ იყიდით უხარისხო ბოთლს).
  • ნავთის და სხვა ნაკლებად სუფთა საწვავის ხშირი გამოყენებისას კამფორაც და საწვავის მილიც იბიდნება და საჭიროებს გაწმენდას.
  • ანთებამდე სჭირდება სპეციალური მომზადება (Priming) - კამფორის ძირის შეთბობა და ტუმბოს საშუალებით ბოთლში წნევის შექმნა.
თხევადი საწვავის სალაშქრო გაზქურა

საწვავის მარაგი

იმის გასაგებად, თუ რამდენი საწვავი/გაზი დაგვრჩა ბალონში, არსებობს რამდენიმე გზა:

შეგვიძლია გაზის ბალონი ხელში შევარხიოთ და ასე ვივარაუდოთ დარჩენილი რაოდენობა. მეტი სიზუსტისთვის შეგვიძლია ბალონი ავწონოთ და შევადაროთ საწყის წონას, რომელიც მას გარედან აქვს მითითებული.

როცა სასწორი არ გვაქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი ხერხი. წყლით სავსე ჭურჭელში მოვათავსოთ ბალონი (ისე რომ მის ქვეშ არ მოექცეს ჰაერი) და დავაკვირდეთ ჩაძირვის დონეს. ბალონების უმეტესობას, მაგალითად MSR IsoPro-ს აქვს ზედ დატანილი შკალა, რომელიც წყალში მოთავსებისას გვიჩვენებს რამდენად სავსეა ბალონი.

თხევადი საწავავის შემთხვევაში შეგვიძლია უბრალოდ ჩავიხედოთ ბოთლში და ვნახოთ რამდენი საწვავი დარჩა.

რჩევები

  • გაზის ბალონი ზურგჩანთაში ჩადეთ დაცულ ადგილას.
  • არ აანთოთ გაზქურა კარავში.
  • არ დატოვოთ ანთებული გაზქურა უყურადღებოდ (ეწყინება).
  • თუ კამფორას არ აქვს მარტივი აალების „პიეზო“, არ დაგავიწყდეთ, რომ თან იქონიოთ სანთებელა ან წყალგამძლე ასანთი.
Ascent day. 🗻 📷 Photo submitted by @dato_kal 136 5
📷 Follow @nanophaliani
・・・
Thinking a(b)out 🌦
View from @cloudbase_hut 🏔
#georgia🇬🇪 #svaneti #svanetitravelguide #travelingeorgia #travelwithlocals #traveler... 58 2
📷 @tamotiflis
・・・
#view #houseinthewoods #forest #mountains #travelgram #ushba #ამოდი #მთაში #ცისფერიმთები #outdooradventuregeorgia #georgia #mountains #rela... 39 0
Repost @bootsdusty
・・・
Misty mountains in Racha
and of course highlines ⛰🌲 45 1