[x]

ძიება

როგორ შევარჩიოთ ქვესაგები (პარალონი)

ქვესაგები აუცილებელი ნივთია ღამით კარავში ან მის გარეთ დასაძინებლად. ის ქმნის სხეულსა და მიწას შორის თერმოიზოლაციას და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას. ქვესაგებები განსხვავდება ფორმით და ტექნოლოგიით, რასაც ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ.

ბოლო განახლება · 3 წუთის წასაკითხი

ქვესაგები (პარალონი)

ქვესაგები "პარალონის" ტიპები

საძილე ქვესაგები, ჩვენში ცნობილი როგორც პედი ან პარალონი, არსებობს რამდენიმე განსხვავებული სახის. ეს განხილვა დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი და შეარჩიოთ თქვენთვის გამოსადეგი ვარიანტი.

ქაფოვანი
დასაკეცი, დასახვევი

ეს არის საძილე დასაფენის ყველაზე გავრცელებული სახეობა, გამოირჩევა მოხერხებულობით, სიმსუბუქით და გამოყენების სიადვილით. ასეთი ქვესაგები ძირითადად მზადდება PEX (იგივე XLPE) პოლიეთილენისგან და იწონის დაახლოებით 300 გრამს.

დასაფენს უნდა ჰქონდეს თერმოამრეკლი შრე (ხშირ შემთხვევაში ფოლგისებრი საფარი) და ჰაერის რეზერვუარები, რომელიც სხეულის ტემპერატურით გამთბარ ჰაერს იკავებენ (ფოტოზე ნაჩვენებბია ასეთი ტიპის ორნაირი ქვესაგები). გარდა ტემპერატურისა, ამ ფორებს აქვს მეორე დანიშნულებაც - უსწორმასწორო და ქვიან ზედაპირზე წოლისას, ნაკლებად გვაწუხებს კენჭები, ხის ფესვები და ა.შ.

ამ სტატიაში შეგნებულად არ განვიხილავთ გავრცელებულ დასახვევ პარალონებს, რომელიც მხოლოდ ფორმით გავს სალაშქრო ქვესაგებს. რეალურად კი მხოლოდ სავარჯიშოდ თუ გამოდგება. გარდა ამისა არის სატარებლად საკმაოდ მძიმე და არ ღირს მისი ყიდვა.

ხშირად დაშვებული შეცდომაა ქვესაგების უკუღმა დაფენა. თერმოამრეკლი მხარე უნდა მოვათავსოთ ზემოთ, რათა სხეულიდან გამომავალი ტემპერატურა შენარჩუნდეს და ვიყოთ თბილად. ქვედა უნდა იყოს დაუფარავი ფერადი მხარე.

საუკეთესო ქვესაგებები, პარალონი

გასაბერი

გასაბერი პედები საუკეთესო არჩევანია მარტივი სარეკრეაციო გასვლებისთვის. გამოირჩევა დაბალი ფასით, მაგრამ არ გამოირჩევა თბოიზოლაციით. გამოსადეგია მხოლოდ თბილ ამინდებში.

გასაბერი ქვესაგების მთავარი მინუსია ის, რომ ხშირია მისი გახვრეტის ფაქტები. მისი შეკეთება სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ რთულია დაზიანების პოვნა და ნამდვილად არასასიამოვნოა კომფორტულად წამოწოლილი უცბად მის ჩაფუშვას რომ იგრძნობთ.

საუკეთესო გასაბერი ქვესაგებები

თვითგაბერვადი

თვითგაბერვადი ქვესაგები არის ზემოთ აღწერილი ორივე ტიპის გაერთიანება. გასაბერ მემბრანაში მოთავსებულია ღია ფორებიანი ქაფისებრი ღრუბელი, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში ფართოვდება (იწყებს გაბერვას).

არის მსუბუქი, თბილი და კომფორტული, მაგრამ ძალიან გამძლეც არაა, რადგან როგორც გასაბერი, ისევე თვითბერვადი პედიც უხეში მოპყრობისას მარტივად იხვრიტება. შეკეთება არაა რთული, მაგრამ ჯობს თუ სულ არ გვექნება ასეთი პრობლემა.

გასაბერი ქვესაგების უარყოფით მხარეა მისი ზომა დაკეცილ მდგომარეობაში, აგრეთვე მაღალი ფასი.

საუკეთესო თვითგაბერვადი ქვესაგებები

გასათვალისწინებელი ფაქტორები

სიგრძე

ზომის მიხედვით ქვესაგები ძირითად სამ კატეგორიად იყოფა:

  • სტანდარტული

    1.80 მეტრამდე სიგრძის და 50 სმ სიგანის.

  • მოკლე

    არ ფარავს კიდურებს, მხოლოდ ტანის ზომისაა. გათვლილია მათთვის, ვისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატარებელი ნივთბის წონის და მოცულობის მინიმუმამდე დაყვანა.

  • გრძელი

    დამატებითი მოცულობა სატარებლად. მაგრამ თუ სიმაღლეში 1.8 მეტრზე მეტი ხართ, მოგიწევთ გრძელი ვარიანტის ყიდვა.

საძილე ქვესაგები, პარალონი, დასაფენი

ფოტოს ავტორი Caleigh Waldman

სიგანე

სიგანე სტანდარტულად 50-დან 60 სმ-მდე მერყეობს, თუმცა მწარმოებლების უმეტესობას აქვს განიერი ვარიანტებიც.

სისქე

სისქე პირდაპირ განაპირობებს კომფორტს ქვიან ზედაპირზე და სითბოს ცივ ამინდში, მაგრამ ეს კომფორტი ისევ წონისა და მოცულობის ხარჯზეა.

თერმოიზოლაცია

დაწყებული სალაშქრო ქვესაგებით და დამთავრებული სამშენებლო თბოსაიზოლაციო მასალებით, ყველაფერს ენიჭება R რიცხვი (იგივე R-Value). ეს რიცხვი განსაზღვრავს თუ რამდენად კარგად ახდენს ტემპერატურის იზოლაციას მოცემული ნივთი თუ მასალა. რაც უფრო მაღალია R მაჩვენებელი, მით უფრო თერმორეზისტენტულია მასალა, ანუ კარგად იკავებს ტემპერატურას.

მაგალითისთვის, Therm-a-rest Z Lite Sol ქვესაგებს აქვს R-2.6 მაჩვენებელი.

შეჯამება

ამ ყველაფრიდან გამომდინარე თქვენი მოთხოვნების მიხედვით გადაწყვიტეთ რომელი ტიპის ქვესაგებია თქვენთვის საუკეთესო. უმეტეს შემთხვევაში დასაკეცი ვარიანტი გამოგადგებათ. ნუ დაზოგავთ ფულს იაფფასიანი პროდუქციის ყიდვაში, რადგან უხარისხობა ყოველთვის გადამწყვეტ მომენტში იჩენს თავს. შეიძინეთ სახელოვანი და ხარისხიანი ბრენდის ნაწარმი, როგორიცაა Therm-a-rest, The North Face, REI, Sea To Summit და ა.შ.

Weekends be like 👌 #metaoutdoor 📷 by @khatialikokeli
-
#outdoors #getoutdoors #outdoorlife #livelife #getoutside #thisworldexists #hotel #hotels #kazbegi #rooms... 60 3
November snow in Kazbegi ❄️ Photo by @dianamakalatia 📷
-
#metaoutdoor #snow #winter #snowfall #wintersports #ski #snowboard #kazbegi #georgia #exploregeorgia #g... 54 1
Great shot by @wildhorngeorgia ❤️ Tusheti, Georgia
.
#wildhorn #wildhorngeorgia #georgia #tusheti #sulfur #sulfurbath #metaoutdoor #adventure #getoutdoors #outd... 33 1
Real photo, real house, it’s @cloudbase_hut in Svaneti, Georgia. 2300 mAsl 🏔
📷 @nanophaliani 
#hut #mountains #cabin #cabinlife #cabbinlife #cabbininthewoods #c... 36 0